შალვა პაპუაშვილი: უმრავლესობა ყველანაირად დაინტერესებულია, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლოს

“საინტერესო ინიციატივაა. ჩვენ ამას განვიხილავთ უმრავლესობაში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველის პოზიციაზე „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანის კანდიდატურის წარდგენას.

მისივე თქმით, უმრავლესობა ყველანაირად დაინტერესებულია, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლოს.

„უმრავლესობა ყველანაირად – რაციონალურად, პრაგმატულად, პოლიტიკურად დაინტერესებულია, რომ პარლამენტმა შეძლოს სახალხო დამცველის არჩევა, ეს ჩვენი ამოცანა და ინტერესია. ამიტომ იყო, რომ ყველანაირად ვცდილობდით, ვინაიდან ოპოზიციის ხმებია საჭირო, შეგვეთავაზებინა ისეთი ფორმატი, სადაც ისინი თავს იგრძნობენ, რომ მონაწილეები არიან და ჩვენც თანაბრად მონაწილეები ვიქნებოდით. ლევანი პოლიტიკაში ახალი სახე იყო და მგონი ყველა ვაკვირდებოდით – მან ოპოზიციასა და უმრავლესობას შორისაც შეძლო გარკვეული, ისეთი როლის შესრულება, რაც ნეიტრალობასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები