“არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საკითხის მოგვარებაში გარე მხარეები დახმარების კუთხით ჩაერიონ” – ლავროვი
რუსეთი აზერბაიჯანისა და სომხეთის მოლაპარაკებებში გარე მოთამაშეების წინააღმდეგ არ არის, მთავარია – ეს არ გახდეს გეოპოლიტიკური თამაშების ნაწილი.
ამის შესახებ, ბაქოში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
”ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ ყველა ამ საკითხის მოგვარებას სხვა მხარეები დაეხმარონ, პირველ ყოვლისა, სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას. მაგრამ იმის გაგებით, რომ ეს გაკეთდება გულწრფელად, გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების ინტერესიდან გამომდინარე, ყველა ხალხის შემდგომი განვითარების პირობების შესაქმნელად“, – განაცხადა ლავროვმა.
როგორც მანვე დასძინა, „ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი გარე მოთამაშე, რომლებიც სთავაზობენ დახმარებას, ბოლომდე არ ხელმძღვანელობენ ამ მიზნებით და ვითარებას, შემდეგი გეოპოლიტიკური თამაშების საბაბად განიხილავენ“.