აჭარაში საკანონმდებლო ორგანოს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდული პოლიტიკის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე იმსჯელეს

ახალგაზრდული პოლიტიკის ინსტიტუციურ გაძლიერება და მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა იყო განხილვის მთავარი თემა აჭარაში.

თემატურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და, ასევე პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან ირაკლი გივიაშვილთან ერთად.

შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი თვითმმართველობების ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები: ანზორ ბოლქვაძე, რესან კონცელიძე და ზაალ მიქელაძე.

მონაწილეებმა ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციის გაძლიერებაზეც გაამახვილეს ყურადღება. რეგიონის წარმომადგენლებმა დეპუტატებსა და მინისტრის მოადგილეს ადგილობრივი სერვისები გააცნეს, რასაც მუნიციპალიტეტები ახალგაზრდებს სთავაზობენ. ასევე, ისაუბრეს მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე და საჭიროებებზე. სტუმრებმა, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებს მხარდაჭერა აღუთქვეს და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები