კულტურის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის – „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებულები

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებულები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 60 000 ლარი. სამინისტროში შევიდა 16 საკონკურსო განცხადება. დაფინანსდა ხუთი პროექტი
კონკურსის მიზანია ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობით კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო სასწავლებლების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა; შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა, წახალისება და მოტივაციის ამაღლება.
.გამარჯვებული პროექტებია:
1. ხალიჩის თანამედროვე კონტექსტი. სწავლება და ხელოვნება. განმახორციელებელი ა(ა)იპ “ქალთა ალიანსი განვითარებისთვის”;
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლასთან არსებული ანიმაციის სასწავლო სტუდიის ტექნიკური აღჭურვა. განმახორციელებელი ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება;
3. ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა. განმახორციელებელი ა(ა)იპ კულტურისა და სახელოვნებო სკოლების დაწესებულებების გაერთიანება;
4. ტრადიციული ხელოვნება და ციფრული შემოქმედება. განმახორციელებელი ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემია;
5. საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XII კონკურსი. განმახორციელებელი (ა(ა)იპ საქართველოს შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს მუსიკალური საზოგადოება.
შეგახსენებთ: 2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი. კულტურის სამინისტროში შემოვიდა 10 საკონკურსო განცხადება. დაფინანსდა ოთხი პროექტი.
2022 წელს საკონკურსო ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი. 13 საკონკურსო პროექტიდან დაფინანსდა შვიდი პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები