კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“ – გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“ – გამარჯვებულები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსოდ სამინისტროში შევიდა 29 განცხადება. მათგან დაფინანსდა 10 პროექტი. წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 200 000 ლარი.
კონკურსის მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში ახალი შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელება; ახალი ფორმების, გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების ძიება, საზოგადოებისთვის უცნობ ხელოვანთა წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნება და ახალი დადგმებით გამდიდრება.
კონკურსში გაიმარჯვა შემდეგმა პროექტებმა:
1. „ფული“ (რეი კუნის „სასაცილო ფულის“ მიხედვით). რეჟისორი – გიორგი ქლაინი. განმახორციელებელი სსიპ მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
2. დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. რეჟისორი – დენ ჯოხაძე. განმახორციელებელი ა(ა)იპ „გლობალ თეატრი“;
3. თოჯინური სპექტაკლი „ნიკო ნიკოლაძე“. რეჟისორი – ელენე მაცხონაშვილი. განმახორციელებელი ა(ა)იპ საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელი;
4. „გალავანი“. რეჟისორი – გოჩა კაპანაძე. განმახორციელებელი სსიპ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
5. „ვკითხულობთ პიესებს – მეამბოხე ახმეტელი“. პროექტის ფარგლებში შეირჩევა ორი ახალგაზრდა რეჟისორი სპექტაკლის დადგმისთვის. განმახორციელებელი სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი;
6. „ფიროსმანი“. რეჟისორი – ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი. განმახორციელებელი ა(ა)იპ მოხეტიალე მთვარის თეატრი;
7. ალექს ჩიღვინაძის „უხერხემლო“. რეჟისორი – ივანე ხუციშვილი. განმახორციელებელი სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
8. „არ დაიდარდო“. რეჟისორი – ავთანდილ ვარსიმაშვილი. განმახორციელებელი სსიპ თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
9. „მე – სერგო ფარაჯანოვი (აღსარება)“. რეჟისორი – ირაკლი გოგია. განმახორციელებელი ა(ა)იპ ქ. თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი;
10. „დარისპანის გასაჭირი“. რეჟისორი – გოჩა კაპანაძე. განმახორციელებელი სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
შეგახსენებთ: 2021 წელს ამ კონკურსის ბიუჯეტი იყო 200 000 ლარი. დაფინანსდა 11 პროექტი. 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 246 000 ლარი. დაფინანსდა 13 პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები