ენტონი ბლინკენი ყაზახეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გვიან ღამით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ქასიმ-ჟომარტ ტოყაევს და ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

ყაზახეთიდან ის უზბეკეთში გაემგზავრება.

BBC წერს, რომ, რუსეთზე მრავალმხრივი დამოკიდებულებისა და კავშირების მიუხედავად, უკრაინასთან ომის მიმართ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მტკიცედ ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს.

მეტიც, 2022 წლის ზაფხულში ყაზახეთის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ ცნობს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობას.

გასულ კვირას, გაეროს გენერალურ ასამბლეაში კენჭისყრისას რეზოლუციაზე, რომელიც მოითხოვდა უკრაინიდან რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას, ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფომ თავი შეიკავა ან დარბაზში არ იმყოფებოდა.

ამავდროულად, ეს ქვეყნები სასარგებლო აღმოჩნდა რუსეთისთვის, როგორც შუამავლები დასავლეთიდან საქონლის შემოტანისთვის.

როგორც AFP-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში, დონალდ ლიუმ განუცხადა, ვაშინგტონს შეუძლია, შესთავაზოს ცენტრალურ აზიას “რაღაც” ეკონომიკური ჩართულობის და ღირებულებების სფეროში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები