პოლონეთში ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ამჟამად ვარშავის მერიის მდივანი ტენდერების საქმეზე დააკავეს
პოლონეთში ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ამჟამად ვარშავის მერიის მდივანი, ვლოძიმეჟ კარპინსკი დედაქალაქისთვის ტენდერების საქმეზე დააკავა.
ამის შესახებ PAP იტყობინება.
დაკავება უკავშირდება დედაქალაქში ნარჩენების მართვის სისტემის, ნახევარ მილიარდ ზლოტზე ღირებულების ტენდერების გამოძიებას.
გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრამდე ვარშავაში ნარჩენების მართვის ხელშეკრულებების გაფორმების უსამართლო პრაქტიკა არსებობდა.
ამავე საკითხზე, თებერვლის დასაწყისში ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რაფალ ბანიაკი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ 3 თვით დროებითი პატიმრობა შეეფარდათ.
კარპინსკი რაიმე უკანონო ქმედებას უარყოფს.