“სითი პარკის” მიერ წარმოდგენილი პროგრამა პიარულად კარგად შეფუთულია“

თბილისის მერი დავით ნარმანია კომპანია “სითი პარკის” ხელმძღვანელობას ხვდება. დედაქალაქის მერი შეკითხვებს კომპანიის ხელმძღვანელი პასუხობს. შეხვედრაზე “სითი პარკის” საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია კომპანიის პიარ-მენეჯერმა გამართა, რის გამოც დავით ნარმანიამ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროგრამა “პიარულად კარგად შეფუთულია”.
“ჩვენ მივიღეთ პიარულად კარგად შეფუთული ინფორმაცია, მაგრამ ველოდით სხვას – რა ინვესტიცია ჩადეთ, რა შედეგი მიიღეთ. უფრო მეტი დეტალიზაციაა საჭირო. როცა ქალაქის მერთან მომსახურე კომპანია შეხვედრაზე მოდის, ელემენტარული ზრდილობაა, რომ ხელმძღვანელობამ გამართოს პრეზენტაცია”, – მიმართა ნარმანიამ კომპანიის ხელმძღვანელობას.
შეხვედრას საკრებულოს რამდენიმე წევრი და სხვადასხვა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები