ირაკლი კობახიძე: ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთის საბჭოთა ფედერაციამ განახორციელა ისტორიული ოკუპაცია, არავის ინტერესებში არ შედის, რომ ეს ისტორიული ფაქტები სხვანაირად წარმოაჩინოს

“ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთის საბჭოთა ფედერაციამ განახორციელა ისტორიული ოკუპაცია. მეც დავდე მაგალითად ბანერი, სადაც ეწერა „საქართველოს გასაბჭოება“, რაც არის 2010 წელს ოფიციალურად დადგენილი ტერმინი. არავის არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ ეს ფაქტები უარყოს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კრიტიკას, რომ 25 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში რუსეთი და ოკუპაცია ნახსენები არ იყო.

კობახიძის განმარტებით, ისტორიული ფაქტების განსხვავებულად წარმოჩენა არავის ინტერესში არ შედის.

„რა თქმა უნდა არსებობს ისტორიული ფაქტები, მათ შორის, რაც მოხდა 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ სააკაშვილის წყალობით. მან ჩააბარა 20% რუსეთის ფედერაციას. ასევე ისტორიული ფაქტია ისიც, რომ რუსეთის საბჭოთა ფედერაციამ განახორციელა ისტორიული ოკუპაცია. არავის ინტერესებში არ შედის, რომ ეს ისტორიული ფაქტები სხვანაირად წარმოაჩინოს. მეც დავდე მაგალითად ბანერი, სადაც ეწერა „საქართველოს გასაბჭოება“, რაც არის 2010 წელს ოფიციალურად დადგენილი ტერმინი. არავის არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ ეს ფაქტები უარყოს. ჰკითხეთ ირაკლი ღარიბაშვილსაც, ზუსტად იგივე პოზიცია აქვს. დავწერე „გასაბჭოება“ იმიტომ კი არა, რომ რუსეთი არ უნდა მეხსენებინა, ეს ოფიციალური ტერმინია, რაც მოხდა 1921 წელს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები