„არტისტული ყვავილების კონა“ – გამოფენა გაიმართება

1 მარტს,19:00  საათზე, „ნოვო გალერეაში“ გამოფენა „არტისტული ყვავილების კონა“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა „არტისტული ყვავილების კონა“ წარმოადგენს თორმეტი მხატვრის მიერ ყვავილების თემაზე შექმნილ ნამუშევრებს.
მონაწილე მხატვრები არიან: ქეთი აქუბარდია, ნაილი ვახანია, ხათუნა თევზაძე, ვალო იმერლიშვილი, თუთუ კილაძე, ლუიზა ლაფერაძე, სოფო მამალაძე, თამარ მჭედლიშვილი, ელენე რაქვიაშვილი, მაია სუმბაძე, გუ ჯუნ ჩენგ (ჩინეთი), თინა ცხადაძე.
„ყვავილი მშვენიერების, სიცოცხლის სიმბოლოა. ის იბადება გაზაფხულზე, ალამაზებს ზაფხულს, შემოდგომაზე იწყებს ჭკნობას და ზამთარში კვდება. სიცოცხლის ციკლის ეს აჩქარებული სცენარი სევდის მომგვრელი გარდაუვალი პროცესია.
დახატული ყვავილი, წამიერი მშვენიერებისთვის მარადიული სიცოცხლის მინიჭების საუკეთესო მაგალითია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მის: ს. ჯანაშიას ქ. 13.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები