დიმიტრი ხუნდაძე: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება

“ხალხის ძალის” წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტი, პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებისთანავე, ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიისგან მოთხოვნილი იქნება დასკვნის დაჩქარებული წესით წარდგენა.

„პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე გვინდა – მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები