იტალიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია

იტალიის სამხრეთის სანაპიროსთან, სტეკატო-დი-კუტროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდეა გაზრდილი, მათ შორის ერთი ჩვილია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 80 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებმაც ნავის ჩაძირვის შემდეგ სანაპირომდე მიაღწიეს.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ის ცნობით, ხომალდზე იმყოფებოდნენ მიგრანტები ირანიდან, ავღანეთიდან, სომალიდან და პაკისტანიდან.

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა და მომხდარში ადამიანებით მოვაჭრეები დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები