რუსეთში, ანტისაომარ აქციაზე 54 ადამიანი დააკავეს
რუსეთის 14 ქალაქში, 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წლის თავზე საპროტესტო აქცია ჩატარდა, რომელზე სულ მცირე 54 ადამიანი დააკავეს.
როგორც ცნობილია, დაკავებულთა უმრავლესობა პეტერბურგიდანაა – 18 ადამიანი. იქ აკავებდნენ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ტარას შევჩონკოს ძეგლთან ყვავილები მიჰქონდათ. კიდევ 11 ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგში, შვიდი – მოსკოვში, ოთხი კი – ნოვგოროდსა და ბარნაულში.