ირაკლი ალასანიამ შვედეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანს ელჩს საქართველოში დაიანა ჯეინს შეხვდა. ელმა დიპლომატიური მოღვაწეობა დაასრულა.
როგორც თავდაცვის სამინისტროშ აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განიხილეს.
ასევე, საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოღვაწეობა შეაჯამეს.
ირაკლი ალასანიამ დაიანა ჯეინსს შვედეთის სამეფოს პოლიტიკური მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოსა და შვედეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროები წლების განმავლობაში სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობენ.
ორმხრივი ურთიერთობის გეგმა შეიარაღებული ძალების სტრუქტურის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასაც ითვალისწინებს, მათ შორის, თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და პერსონალის მართვის, ასევე, იურიდიულ სფეროში კონსულტაციებს.
საქართველოსა და შვედეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები ერთობლივ წვრთნებს საერთაშორისო სწავლება VIKING-ის ფარგლებშიც გადიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები