უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრამ მსოფლიო და ნატოს ქვეყნები აიძულა, უსაფრთხოების სისტემას გადახედონ.
„მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა [დაიწყო]. უკრაინის ომმა ნატოს გადატვირთვის ღილაკს დააჭირა“, – განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის ლიდერმა.
მისი თქმით, უკვე ყველამ დაინახა, რას უნდა ელოდნენ რუსეთის ფედერაციისგან.
„ბევრი უახლესი ტექნოლოგიაა, მაგრამ ის არ არის უნივერსალურად ეფექტური. რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება გაზარდოს ხარჯები. მთლიანობაში ეს ხომ უსაფრთხოების სისტემის რეფორმაა. მიმაჩნია, რომ ეს სწორია. რადგანაც ყველამ დაინახა, რას უნდა ელოდნენ რუსეთის ფედერაციისგან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავზე გამართულ პრესკონფერენციაზე.