“რუსეთი უკრაინაში ვერასდროს გაიმარჯვებს, ვერასდროს” – ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერასოდეს გაიმარჯვებს უკრაინაში.
ამის შესახებ მან თავის Twitter-ში დაწერა.
“დღეს გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. დიქტატორი, რომელმაც იმპერიის აღდგენა გადაწყვიტა, ვერასდროს წაუშლის ხალხს თავისუფლების მიმართ სიყვარულს. ბარბაროსობა ვერასდროს გადატეხს თავისუფლებისადმი სწრაფვას და უკრაინა ვერასდროს გახდება რუსეთისთვის გამარჯვება. არასდროს”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.