ლარი მცირედით გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6325 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6351 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7889 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7929 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 25 თებერვალს შევა.