მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რაინჰოლდ ლოპატკას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემები იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები.

„მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა და ევროკავშირის როლზე რეგიონში მიმდინარე პროცესებში.

საუბარი ასევე შეეხო ავსტრიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის, ამ მიმართულებით, ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები