უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს დედაქალაქებში სოლიდარობის აქციები გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს დედაქალაქებში სოლიდარობის აქციები იმართება. სახელმწიფო შენობები ყვითელ-ლურჯ ფერებში განათდა, გერმანიის ბუნდესტაგის თავზე კი უკრაინის დროშა აღიმართა. საქართველოში უკრაინის დროშის ფერებში პრეზიდენტის სასახლე გაფორმდა.













