პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანთაქია-ჰათაის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – ფათიჰ დონმეზი, ჰათაის გუბერნატორის მოადგილე  – აჰმეთ გენჯერი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაღათაი ქილიჩი დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ქართველ მაშველებს შეხვდება, რომლებიც მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ. მთავრობის მეთაური ასევე ეწვევა თურქეთის რესპუბლიკის კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის კოორდინაციის ადგილობრივ ცენტრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები