ზელენსკი ნატოს სამიტზე მიიწვიეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ​ალიანსის მომავალ სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც ივლისში ვილნიუსში გაიმართება.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”მე მოვიწვიე პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს სამიტზე ივლისში, ვილნიუსში,” – თქვა მან.

ალიანსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები