“ოკუპანტებმა უკრაინაში 1,2 ათასზე მეტი სამედიცინო დაწესებულება დააზიანეს ან გაანადგურეს” – ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1,2 ათასზე მეტი სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა ან განადგურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აქედან, 174 ობიექტი მთლიანად განადგურდა, ხოლო 1 106 დაზიანდა.
აღნიშნულია, რომ სამედიცინო ინფრასტრუქტურა ყველაზე მეტად დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონისა და მიკოლაევის რეგიონებში დაზარალდა.
უკრაინის საავადმყოფოების დაზიანებისა და განადგურების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ 1,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ამავდროულად, ომის მიუხედავად, უკრაინამ უკვე მოახერხა სამედიცინო დაწესებულებების ნაწილის აღდგენა, სადაც მცირე დაზიანებები იყო – ფანჯრების, ფასადების, სახურავების.
გარდა ამისა, მთლიანობაში, ბოლო 12 თვის განმავლობაში 186 სამედიცინო დაწესებულება სრულად აღდგა, კიდევ 297 რესტავრაციის ეტაპზეა.
აღდგენილი სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებშია.