პოლონეთის პრემიერი დღეს კიევში ჩავა
პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი დღეს კიევში ჩავა, სადაც უკრაინის უმაღლესი რადას სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის “კანონი და სამართლიანობა” გენერალურმა მდივანმა, კშიშტოფ სობოლევსკიმ განაცხადა.
„ჩემი ინფორმაციით, პრემიერი კიევში მიემგზავრება და, სავარაუდოდ, იქ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ „დღეს უზენაესი რადას საზეიმო სხდომა გაიმართება“.
კითხვაზე, თუ რა გზავნილით ჩადის მორავიეცკი კიევში, სობოლევსკიმ თქვა, რომ პოლონეთის მთავრობის მეთაური უკრაინის ხელისუფლებას მხარდაჭერის სიტყვებს გადასცემს და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის შედეგებზე ისაუბრებს.