Spiegel: რუსეთი ჩინეთთან დრონების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

რუსეთი ჩინეთთან კამიკაძე-დრონების მიწოდებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს და პეკინი მზად არის, მოსკოვს პირველი საცდელი პარტია უკვე აპრილში მიაწოდოს.

ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

Spiegel-ის ცნობით, დრონების მწარმოებელმა ჩინურმა Xian Binguo-მ რუსებს აცნობა, რომ მზად არის, თავისი ZT-180 აპარატის 100 პროტოტიპი დაამზადოს და მიაწოდოს.

გამოცემის ცნობით, ეს კამიკაძე-დრონი თავისი მახასიათებლებით ირანულ “შაჰედ-136”-ს  წააგავს და მას შეუძლია 35-50 კგ წონის ქობინის ტარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები