სოზარ სუბარი: ოპოზიციას ჯერ წაკითხულიც არ ჰქონდა და დაიწყეს, რუსული კანონიაო – იმედი მაქვს, ამერიკულ კანონზე არ იტყვიან, რუსულიაო

ამერიკული კანონპროექტი გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენ მიერ შემუშავებული ქართული ვარიანტი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„თუკი ჩვენს კანონს ჰქვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ამერიკულს ჰქვია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“. ჩვენ ვთარგმნეთ სიტყვასიტყვით. ერთადერთი, სადაც შესწორებები შევიდა, ეს არის სადაც აშშ წერია, ეს არის საქართველო. ოპოზიციას ჯერ წაკითხულიც არ ჰქონდა და დაიწყეს, რომ რუსული კანონიაო. იმედი მაქვს, ამერიკულ კანონზე არ იტყვიან, რუსულიაო. ჩვენ შეგვაქვს ორივე და ვეუბნებით ოპოზიციას, რომ რადგან თქვენ იმ კანონპროექტს, რომელიც მართლა ქართული იყო, ოღონდ ამერიკულიდან სულ რამდენიმე პუნქტი იყო აღებული, უწოდებთ რუსულს, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ მხარს დაუჭერთ ამერიკულ კანონს. როდესაც ჩვენ ეს გავაჟღერეთ პირველად, სათქმელი აღარაფერი დარჩათ და თქვეს, რომ ეს არის 1938 წელს ფაშიზმის წინააღმდეგ მიღებული კანონი“, – აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები