გივი მიქანაძე – სააკაშვილზე: იმისთვის დაბრუნდა, რომ ეს ქვეყანა დაეზიანებინა

„შიდა წრეშიც კი სააკაშვილი ავანტიურისტად არის მოხსენიებული. ეს ადამიანი იმისთვის დაბრუნდა, რომ ეს ქვეყანა დაეზიანებინა და ამ ქვეყნის პერსპექტივა რეალურად მოესპო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზანი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა იყო.

“ამ ადამიანის დაბრუნების მთავარი მიზანი იყო „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დასახული მიზნების განხორციელება, რომლითაც ის უკანონო, რევოლუციური გზით უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში და საქართველო გამხდარიყო მეორე ფრონტი“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები