მიხეილ ყაველაშვილი: უნდა ვიცოდეთ ყველა ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს – რა არის აქ გასაკვირი, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს
მიხეილ ყაველაშვილმა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა. როგორც “ხალხის ძალის” წევრი განმარტავს, მოქალაქეებს ყველა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.
ყაველაშვილის თქმით, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ორგანიზაციების საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს.
“როცა შეფასება კეთდება ამერიკულ და რუსულ კანონზე, ჩვენს სახელწოდებაში განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ინდივიდუალურად არავის ვეხებით, აქ ორგანიზაციაზეა საუბარი. უცხოური გავლენის აგენტი ორგანიზაციას დაერქმევა, რაც რეესტრში გატარდება და რომელიმე თანამშრომლის სტიგმატიზება არ იქნება.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა გვაინტერესებდეს, უნდა ვიცოდეთ ყველა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს. რა არის აქ გასაკვირი, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.