არჩილ თალაკვაძე: კეზერაშვილი, იაკობაშვილი, მერაბიშვილი თუ სხვა ადამიანები დღეს ცდილობენ, დაფერფლილი პოლიტიკური მემკვიდრეობიდან აღდგნენ

“ეს მოცემულობაა, რომ კეზერაშვილი, იაკობაშვილი, მერაბიშვილი თუ სხვა ადამიანები დღეს ცდილობენ, რაღაცნაირად აღდგნენ მძიმე პოლიტიკური წარსულისგან, რომელიც აქვთ. აღდგნენ დაფერფლილი პოლიტიკური მემკვიდრეობიდან”, – ამის შესახებ მმართველის გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ აღნიშნულმა ადამიანებმა პოლიტიკური შურისძიება შეძლონ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ისინი მართავენ ასეთ შეხვედრებს. მათ აქვთ საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ფული, იქნებოდა ეს ჯარისკაცების ფული, ჯანდაცვის ფული თუ სხვა სექტორებიდან მოპარული ფული და ამ ფულს ისინი იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური შურისძიება შეძლონ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამას ჩვენ, პირველ ყოვლისა, ვუპირისპირებთ იმას, რომ უპირველესად ვესაუბრებით ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად. ანუ იმიტომ ვხარჯავთ ამდენ დროსა და ენერგიას, იმიტომ გვინდა, რომ გვქონდეს უფრო გამჭვირვალე კანონები, უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, რა ხდება რეალურად და რას უნდა ელოდონ ამ ადამიანებისგან. ეს ადამიანები ზოგჯერ გადაცმულები, ზოგჯერ სხვა ფერებით, ზოგჯერ სხვა ნომრებით შემოდიან ხოლმე არჩევნებში, ან რევოლუციის მცდელობებში, ან ბოიკოტებს აცხადებენ და თან პარლამენტში რჩებიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს. „ქრონიკა” ავრცელებს ფოტოსაც, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი – თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში – გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი – დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი – დავით ტყეშელაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები