მაკა ბოჭორიშვილი მოლდოვას პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დოინა გერმანს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი, მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დოინა გერმანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები და შემდგომი ნაბიჯები, ასევე, ამ კუთხით, ორ ქვეყანას შორის კოორდინაციის გაძლიერებისა და საპარლამენტო დონეზე კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა.

მხარეებმა მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები