საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის 13 დაწესებულებას ამოწმებს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის დაქვემდებარებულ 13 დაწესებულებას ამოწმებს – ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა. მათივე ინფორმაციით, შპს – ების შემოწმება თბილისის მერის დავით ნარმანიას მოთხოვნით ხორციელდება.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შესულები არიან სპორტის სასახლეში, „ჰერმესში“, გლდანის საცურაო აუზში, „ლოგოსში“, უძრავი ქონება „თბილისი“ და სხვაშპს-ებში.