აშშ-ის სენატში, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ რეზოლუცია პირველად წარადგინეს

ამერიკელი სენატორების დემოკრატიულმა ჯგუფმა სენატში პირველად წარმოადგინა რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიაროს.

როგორც მედია აღნიშნავს, ინიციატივას სათავეში უდგას ორეგონის სენატორი ჯეფ მერიკლი, თანაავტორები კი რამდენიმე გავლენიანი დემოკრატი, მათ შორის ბერნი სანდერსი და ტიმ კეინი არიან.

დოკუმენტი ითვალისწინებს დემილიტარიზებული პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ისრაელის გვერდით.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერებას ღაზაში.

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა სიმბოლურია და მისი დამტკიცების შანსი რესპუბლიკური უმრავლესობის სენატში მცირეა, დემოკრატები აცხადებენ, რომ მიზანია აშშ-ის პოლიტიკურ დისკუსიაში პალესტინის აღიარების საკითხის წინ წამოწევა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რეზოლუციას ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები