მსგავსება და განსხვავება სააკაშვილსა და პუტინს შორის
როგორც ჩანს, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არსებობენ სხვა ასეთი დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკოსები, როგორებიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ქართველი ყოფილი კოლეგა მიხეილ სააკაშვილი.
ერთი გაეროს ტრიბუნიდან აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირს დაშლა იყო მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა, მეორე კი ყველა ხერხით აგებინებს მსოფლიოს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა იხსნას თავისი ქვეყანა საბჭოთა მემკვიდრეობისგან. პუტინი ქმნის ევრაზიულ კავშირს, რომელმაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობა უნდა გააერთიანოს, მეორე ნატოში გაწევრიანებას ცდილობს. თუმცა, ისინი ორივე ძლიერი, ქარიზმატული ლიდერები არიან, რომელთაც მხარს უჭერს მათი ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა და საშუალებები, რომლითაც ისინი უზრუნველყოფენ თავიანთ პოპულარობას, ისინი ახლო დათვალიერებისას ძალიან გვანან ერთმანეთს.
მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც მან შეძლო ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა, რომელიც გახლდათ საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. 2003 წელს საქართველო იმყოფებოდა სრული ნგრევის პირას: მოსახლეობა ელექტროენერგიით დღეში რამდენიმე საათით მარაგდებოდა, პენსიონერები თვეში ექვს დოლარს იღებდნენ, კორუფცია იყო ყველგან.
რვა წლის შემდეგ, საქართველო გახდა სხვა ქვეყანა. სააკაშვილმა, მაგალითად, სამსახურიდან გაათავისუფლა საგზაო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ცნობილნი იყვნენ ქრთამის გამოძალვით. დაზოგილი თანხები მან მოახმარა პოლიციელების ხელფასების გაზრდას და შემდეგი სიტყვების თქვა – ვინც ქრთამს აიღებს, წავა ციხეში. ამან იმუშავა. დღეს არავის მოუვა აზრად შესთავაზოს პოლიციელს ფული, პოლიციისდამი ნდობა საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია არის წარმოუდგენელ 70% ნიშნულზე.
სწორედ პოლიციის რეფორმა და კორუფციის რადიკალური შემცირება, ერთმნიშვნელოვნად, მიხეილ სააკაშვილის მთავარი მიღწევებია, რომელთაც ეჭვქვეშ არ აყენებენ მისი მთავარი მოწინააღმდეგენიც კი, მაგრამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოპონენტები, ამავე დროს, ხაზს უსვამენ, რომ ეს რეფორმები 2004-2006 წლებში გატარდა, და მას შემდეგ, სხვა მნიშვნელოვანი წარმატებით მიხეილ სააკაშვილი ვერ დაიკვეხნის.
“ეს იყო ავტორიტარული მოდერნიზაცია, მაგრამ დროთა განმავლობაში, იყო სულ უფრო ნაკლები მოდერნიზაცია და უფრო მეთი ავტორიტარიზმი “, – განმარტავდა ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ეს ყველაფერი ჰგავს რუსეთში არსებულ სიტუაციას. დიდწილად ვლადიმერ პუტინის პოპულარობა ეფუძნება ადრეულ წლებში მის მმართველობას, როდესაც ბორის ელცინის ბოლო წლების ხელმძღვანელობასთან შედარებით, მან აჩვენა ქვეყნის მკაფიო პერსპექტივა, დააშოშმინა ოლიგარქები და დაუბრუნა რუს ხალხს საკუთარი თავის რწმენა. პუტინის ოპონენტები აღიარებენ, რომ საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებები ამ ათასწლეულის დასაწყისში გახდა ძირითადი განმაპირობებელი ეკონომიკური ზრდისა.
თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ მთელი რიგი ამგვარი პარალელებისა. ისინი ორივე, პუტინი და სააკაშვილი პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან, რომელთაც აქვთ საბჭოთა სახელისუფლებო პარტიის თვისებები. მათ ქვეყნებში პარლამენტი მორჩილი მაყურებლის როლს თამაშობს, რომელიც ხელისუფლების ყველა გადაწყვეთილებას მხარს უჭერს. ანოლოგიურია ოპოზიციისდამი რიტორიკაც. ორივე პრეზიდენტი საუბრისას მოიხსენიებს თავიანთ ოპონენტებს, როგორც უიღბლოებს და უცხო ქვეყნის აგენტებს და რა მოხდა იმით, რომ მათ სხვადასხვა სადაზვერვო ცენტრები აქვთ.
ვლადიმერ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ იმიჯს. და თუ რუსეთის პრეზიდენტი ციმბირის წეროების გუნდის თავში მიფრინავდა და დაივინგით იყო დაკავებული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სახელისუფლებო რეაქტიულ თვითმფრინავს პილოტირებს და პარაშუტით ხტება.
პარალელების გავლება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვადარებთ ორ ისეთ განსხვავებულ ქვეყნებს, როგორებიც რუსეთი და საქართველოა. შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის მიმართებით ეს უსამართლობაა. ვინაიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში ის არის ერთადერთი ლიდერი, რომელმაც შეძლო კორუფციის დამარცხება. რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ხალხი აღფრთოვანებული რჩება პოლიციის ახალი შუშის განყოფილებებით – გახსნილობისა და მთავრობის გამჭვირვალობის სიმბოლოთი.