ფრიდონ ინჯია – „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: როგორც გავიგე, ამერიკული ვარიანტი უფრო მკაცრია – ამერიკულს დავუჭერ მხარს

“ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯია „ხალხის ძალის“ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ის მხარს კანონპროექტის ამერიკულ ვარიანტს დაუჭერს მხარს.

„როგორც გავიგე, ამერიკული ვარიანტი უფრო მკაცრია, რაც შეეხება პირველ ვარიანტს, იქიდან გამომდინარე, რომ ეგ ვარიანტი უფრო ლიბერალურია, ვიდრე ამერიკული ვარიანტი, მე, რა თქმა უნდა, ამერიკულ ვარიანტს დავუჭერ მხარს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. 21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები