გურამ მაჭარაშვილი: “ნაცმოძრაობამ” უნდა აწარმოოს რეესტრი პარლამენტში შესვლა-გამოსვლის – მერე ქუჩაში არსებული რეესტრიც აწარმოონ და სახალისო იქნება
“ნაცმოძრაობამ” უნდა აწარმოოს რეესტრი პარლამენტში შესვლა-გამოსვლის. რამდენჯერ შევიდნენ, რამდენი შევიდა, რამდენი გამოვიდა, მერე ქუჩაში არსებული რეესტრიც აწარმოონ და სახალისო იქნება”,- ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ბოიკოტის შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” არასერიოზულობის ხარისხი პიკს აღწევს.
“თან ბოიკოტში უნდა რომ იყვნენ, მერე ამბობენ, რომ კანონი თუ განიხილება, ამ განხილვაში მივიღებთ მონაწილეობასო. საქართველოს პარლამენტში კანონების განხილვა ხდება, მეტი არაფერი არ ხდება და ბოიკოტს აცხადებენ, მაშინ კანონის განხილვაში რატომ ღებულობენ მონაწილეობას? თუ გინდა რომ მონაწილეობა მიიღო კანონის განხილვაში, მაშინ ბოიკოტი რა შუაშია. ანუ, თემა ის არის, რომ არასერიოზულობის ხარისხი უკვე პიკს აღწევს ამ ე.წ. პოლიტიკურ პარტიაში, სადაც ახლად არჩეული თავმჯდომარე აქაც კი მარტო აღმოჩნდა”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.