გიორგი ვოლსკი – “ნაცმოძრაობაზე”: ეს აღარ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის რევოლუციური კომიტეტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” არა პოლიტიკური პარტია, არამედ რევოლუციური კომიტეტია.
ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ბოიკოტის შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.
“ბოიკოტის შეწყვეტა არის ერთი საკითხი და ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. ჩვენ ნამდვილად არ გვაშინებს არც ხისტი არც კატეგორიული პოზიცია, ვისაც უნდა ჰქონდეს, მათ შორის, თუნდაც “ნაცმოძრაობას”, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს აღარ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის რევოლუციური კომიტეტი, ამას ხელმძღვანელობს ხაბეიშვილი და მისი პოზიცია დაპირისპირებული იმ პოზიციასთან, რასაც ნიშნავს პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ რეალობას, რასთანაც გვაქვს საქმე. შეუთანხმებლობა ეს მეორე პრობლემაა, რომელიც მათ აქვთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.