თეა წულუკიანი: გახარიაზე სერიოზულ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ
“გახარიაზე სერიოზულ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ, გულისტკივილს იწვევს, როგორ შეიძლება, დიდი პოლიტიკური პედესტალიდან ადამიანი თავისი ნებით ჩამოცურდეს და დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ყოფილი პრემიერი არასერიოზულ მოცემულობადაა ქცეული.
„ძალიან მიჭირს გიორგი გახარიაზე საუბარი, რაც უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ჩვენი პარტიული სიის ნომერ პირველი ადამიანი, ჩვენი ყოფილი პრემიერმინისტრი არასერიოზულ მოცემულობად არის ქცეული. არაერთხელ მითქვამს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გულისტკივილს იწვევს ჩემში, როგორ შეიძლება, ადამიანი ერთი დიდი პოლიტიკური პედესტალიდან თავისივე ნებით ჩამოცურდეს, გადმოვარდეს და შემდეგ დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი. ვნახოთ, რა უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, ვერაფერს გააკეთებს, ხომ ხედავთ, სერიოზულ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.