გოგა ხაინდრავა: ტყუილია, რომ სპიკერი პრაისი, სენატორები შაჰინი, დურბინი და ევროკომისარი ბორელი იცნობდნენ „ხალხის ძალის“ მიერ ქართულ ენაზე ინიცირებულ კანონს

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უცხოელი, მაღალი რანგის პოლიტიკოსების შეფასებებს ეხმიანება და ირწმუნება, რომ ისინი კანონპროექტს საერთოდ არ იცნობენ.

„ხომ ტყუილია, რომ სპიკერი პრაისი, სენატორები შაჰინი, დურბინი და ევროკომისარი ბორელი იცნობდნენ „ხალხის ძალის“ მიერ ქართულ ენაზე ინიცირებულ კანონს. ან ამერიკულს კანონს ან რომელიმე ევროპულს ან და რუსულს. „რიგითი აგენტების გადასარჩენად“ მიღებულ დირექტივას ასრულებენ. შინ ევროპისკენ!“, – წერს ხაინდრავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები