ირაკლი ჩიქოვანი: ამ ხელისუფლების მონაპოვარი სისტემა, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს – უნდა იქნას შენარჩუნებული და გაძლიერებული

ამ ხელისუფლების მონაპოვარი სისტემა, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს – უნდა იქნას შენარჩუნებული და გაძლიერებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

„ძალიან ბევრი სპეკულაცია შეიძლება მოჰყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას, მაგრამ უმთავრესი არის თქვენი მდგრადობა. ეს არის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებმა, რომლებმაც აქციეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სადამსჯელო ინსტრუმენტად, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოიხადეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული – სინდისი და მორალი არ აწუხებთ და კვლავაც პოლიტიკაში დაბრუნებას ცდილობენ. ეს ადამიანები კვლავაც მოინდომებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონსტრად ქცევას. ეს არის მიუღებელი და დღესდღეობით ის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც არის ჯანსაღი, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და რომელიც არის ამ ხელისუფლების მიერ 2012 წელს შეტანილი გარდატეხის მონაპოვარი – უნდა იქნას შენარჩუნებული და უნდა იქნეს გაძლიერებული“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები