არჩილ თალაკვაძე: საქართველოს შსს ევროკავშირის საპოლიციო უწყებამ თანასწორ პარტნიორად აღიარა და ამით თქვა, რომ ის აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საპოლიციო უწყებამ აღიარა თანასწორ პარტნიორად, ამით ევროკავშირის საპოლიციო უწყებამ თქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, და მასთან ერთად შეიძლება საერთო სამართალდამცავი ოპერაციების და ღონისძიებების ჩატარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.

„მინდა გამოვეხმაურო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროპული ინტეგრაციის გზას და რას აკეთებს, რომ ის გახდეს ევროპული მთელს ქვეყანასთან ერთად. შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საპოლიციო უწყებამ აღიარა თანასწორ პარტნიორად, ამით ევროკავშირის საპოლიციო უწყებამ თქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, და მასთან ერთად შეიძლება საერთო სამართალდამცავი ოპერაციების და ღონისძიებების ჩატარება და ასეთ ღონისძიებებზე ისაუბრა თვითონ მინისტრმა, როდესაც ის ანგარიშს გვაბარებდა. ეს არის ზუსტად თავსებადობა ევროსტანდარტებთან და  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტროც გახლავთ „ევროჯასტის“ თანასწორი პარტნიორი. საქართველო მიდის ევროპული ინტეგრაციის გზით და რეფორმებს აკეთებს სწორად და  შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ამის მაგალითი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და  ამაზე მეტყველებს ის, რომ ყოველწლიურად მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი, მათ შორის, ევროკავშირიდან ჩამოდის საქართველოში, ჩამოჰყავს მისი ოჯახის წევრები, მშობლები და შვილები.

„ალბათ დამეთანხმებით, თუ ქვეყანა არ არის უსაფრთხო, აქ ნამყოფი ადამიანი თავის შვილებს მეორედ აქ არ ჩამოიყვანდა და ასეთი არის მილიონობით ადამიანი ყოველწლიურად და ეს რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება მთავარს, მინდა ქედი მოვიხარო სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მიმართ, მათი ხსოვნის წინაშე და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს და მინისტრს, რომ ისინი ასე ზრუნავენ დღემდე ყველა იმ ოჯახზე, ყველა იმ ადამიანზე  და იმ პოლიციელების ოჯახის წევრებზე, რომლებიც სამწუხაროდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. ჩვენი გუნდის სახელით კიდევ ერთხელ მინდა სრული პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონი მინისტრის მიმართ და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები