საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მკაცრად გმობს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.
„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან.
ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
I strongly condemn Aleksandr Lukashenko’s “official meeting” in Minsk with the so-called “President” of occupied Abkhazia
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 21, 2023