კახა კახიშვილი – ვახტანგ გომელაურს: თქვენი და სხვა ძალოვანი უწყების კოორდინებული მუშაობის შედეგია, რომ ჩვენ ქვეყნაში გვაქვს მშვიდობა
„მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა პოლიციელს, რიგითიდან დაწყებული – თქვენით დამთავრებული იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც აკეთებთ ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ ზუსტად თქვენი და სხვა ძალოვანი უწყების კოორდინებული მუშაობის შედეგია ის, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის დროს.
კახა კახიშვილმა, ასევე გადაუხადა მადლობა ქართველ მაშველებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გაწეული მათი საქმიანობისთვის, – „ამავდროულად მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებსაც, რომლებიც არა მხოლოდ თურქეთში, არამედ საქართველოშიც ძალიან ბევრს აკეთებენ საქართველოს მოსახლეობის გადასარჩენად და დასახმარებლად”.