“ჩვენს ხალხს ზღვა უნდა” – სანქციების ფონზე, ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთთან ტურიზმით დაინტერესდა

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ ქვეყანა ოკუპირებულ აფხაზეთთან თანამშრომლობაში, მათ შორის, ტურიზმის სფეროშია დაინტერესებული.

ამის შესახებ მან მინსკში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან შეხვედრაზე თქვა.

“ჩვენი ურთიერთობები უნდა განვითარდეს. აფხაზი ხალხი პატივს სცემს ბელარუსებს. ბელარუსელებზე რომ არაფერი ვთქვათ. ჩვენ გვაქვს ის, რაზეც შეგვიძლია, ჩვენი ურთიერთობების საფუძველი ავაშენოთ. არის საქონელი, რომელშიც ვართ დაინტერესებული. მეტიც, ტურისტული მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციების დაწესება დაიწყეს. ჩვენს ხალხს ზღვაზე ყოფნა უნდა. მე ვუყურებდი თქვენს სანაპიროს. ჩვენ ყოველთვის ჩავდიოდით სოხუმში და ბათუმში, თბილისში და ა.შ. ჩვენი ხალხი ახლაც სტუმრობს ამ ქალაქებს. მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ აფხაზეთი მოწყვეტილი აღმოჩნდა. არა მოთხოვნადი, არამედ მოწყვეტილი და მოთხოვნა ძალიან დიდია”, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები