“თბილისი, სოხუმი, მინსკი ერთმანეთთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ” – ლუკაშენკო
ბელარუსის ლიდერისთვის, ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის გაუგებარია, რატომ რეაგირებს მწვავედ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთთან მათ კონტაქტებზე.
ამის შესახებ მან მინსკში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან შეხვედრაზე თქვა.
„ერთი აზრი არ მტოვებს: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ ჩვენს შეხვედრებზე. მართლა შეუძლებელია, ადამიანებს, ხალხებს შორის ნორმალური, თბილი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ? იქნებ, ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, ემსახურება მშვიდობისა და მეგობრობის დამყარებას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ არასდროს ვგეგმავდით რაიმე ქმედებებს თბილისის წინააღმდეგ.
რატომ არ უნდა ვესტუმროთ ერთმანეთს? ამიტომ ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვას, ვერ ვხვდები, რატომ არის საჭირო ამ საფუძველზე ურთიერთობების გამწვავება. პირიქით, ჩვენ უნდა შევაკოწიწოთ ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფოები, რომ დავიყოთ ქვეყნებად და ხალხებად. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან უფრო ახლოს ამ რთულ დროს. თბილისიც, სოხუმიც და მინსკიც. ყველა როგორმე უნდა ისწრაფოდეს ერთმანეთისკენ. ამ ჭრილში განვიხილავ თქვენს ვიზიტს ბელარუსში და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ შეასრულეთ თქვენი პირობა და ჩამოხვედით ჩვენთან“, – დასძინა ბელარუსის ლიდერმა.