53-ჯერ ტაშით შეწყვეტილი სიტყვა, მათ შორის, 4-ჯერ ფეხზე წამოდგომით – პუტინმა სათათბიროსადმი მიმართვა დაასრულა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური სათათბიროსადმი მიმართვა უკრაინის თემაზე მიბრუნებით დაასრულა.
მან მადლობა გადაუხადა “ასობით მოხალისეს, ყველა ხალხის წარმომადგენელს”, რომლებიც მივიდნენ სამხედრო კომისარიატებში, რომ “დონბასის დამცველების გვერდით დამდგარიყვნენ და ებრძოლათ მშობლიური მიწისთვის”.
მან ასევე პირობა დადო, რომ უპასუხებს “ნებისმიერ გამოწვევას”.
“რუსეთი უპასუხებს ნებისმიერ გამოწვევას, რადგან ჩვენ ყველა ვართ ერთი ქვეყანა, ერთი დიდი და ერთიანი ხალხი. ჩვენ ვართ საკუთარ თავში დარწმუნებული, საკუთარ შესაძლებლობებში. სიმართლე ჩვენთანაა!”, – თქვა პუტინმა.
ამის შემდეგ აჟღერდა რუსეთის ჰიმნი და დამსწრე საზოგადოება მას ტაშს უკრავდა.
რუსული მედიის დათვლით, ერთსაათიანი მიმართვისას პუტინს ტაში 53-ჯერ დაუკრეს, მათ შორის, 4-ჯერ ფეხზე დგომით.