ბჟანია მოსკოვიდან მინსკში ლუკაშენკოსთან შესახვედრად ჩავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა.
ამის შესახებ მისი ე.წ. პრესსამსახური იტყობინება.
აღინიშნება, რომ, ე.წ. ვიზიტის ფარგლებში, ბჟანია ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
მინსკიდან ბჟანია მოსკოვში ჩავა, სადაც ე.წ. სამუშაო ვიზიტს გააგრძელებს.