რუსეთის დუმა, უახლოეს დროში ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი ე.წ. მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ მოსკოვში ე.წ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან ორმაგი ე.წ. მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ, კონსულტაციები გამართა.
ე.წ., საგარეო უწყების მედიაცენტრის ინფორმაციით, დოკუმენტი ძალაში სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან შედის.
აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სათათბირო შესაბამისი ხელშეკრულების რატიფიცირებას უახლოეს დროში მოახდენს.
დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი “აფხაზეთის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების პირობებს განსაზღვრავს – წარდგენის წესს, წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს და განაცხადების განხილვის რიგითობას”.