ემანუელ მაკრონი: რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ განადგურდეს
„მე მინდა, რომ რუსეთმა მარცხი განიცადოს უკრაინაში და მინდა, რომ უკრაინამ თავისი პოზიციები დაიცვას.
არ ვფიქრობ ისე, როგორც ზოგიერთები, თითქოს ჩვენ რუსეთის სრული მარცხისთვის უნდა ვიბრძოდეთ მასზე თავდასხმით, მისივე ტერიტორიებზე. რუსეთის განადგურება პირველ რიგში მხოლოდ დამკვირვებლებს სურთ. ეს არასდროს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და ვერც ვერასდროს იქნება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.