მომღერალი ვალერია დედა გახდება

   ვალერია და იოსეფ პრიგოჟინი შვილს ელოდებიან. ცნობილი მომღერალი თაყვანისმცემლებმა, მეუღლესთან ერთად, „ლაპინოს“ კლინიკურ ჰოსპიტალში შენიშნეს, სადაც ის ფეხმძიმობის გამო აღრიცხვაზე აიყვანეს. ცნობილია, რომ ვარსკვლავი 2 თვის ორსულია. მას შემდეგ, რაც ვალერიამ საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო, სამომავლო პროექტები დროებით შეაჩერა, თუმცა მიმდინარე საგასტროლო ტურის ჩაშლას არ აპირებს. ეს წყვილის პირველი საერთო შვილი იქნება. მომღერალი და მისი მეუღლე უკვე 11 წელია ერთად ცხოვრობენ და 6 შვილს ზრდიან, რომლებიც სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები