ოკუპირებულ აფხაზეთში სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების გადასახლება განიხილება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ მიწისძვრით დაზარალებულ სირიელ ხალხს მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი თქმით, ასლან ბჟანიამ სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი ბავშვების რეაბილიტაციის ორგანიზების განკარგულება გასცა.

“ჩვენ ასევე განვიხილავთ აფხაზური დიასპორის დაზარალებული წარმომადგენლების სირიიდან აფხაზეთში ჩასახლების შესაძლებლობას. აფხაზეთში ზოგიერთმა ოჯახმა ობოლი სირიელი ბავშვების აყვანის სურვილი გამოთქვა. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მოითხოვს შესწავლას და მუშაობას შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები