ფრიდონ საყვარელიძის „მადამ გილიოტინას საყვარლები”

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ფრიდონ საყვარელიძის საჯარო ლექცია „მადამ გილიოტინას საყვარლები” გაიმართება. წიგნი ისტორიულ-დოკუმენტურ ფაქტებზეა აგებული. ლექცია 14 თებერვალს, 18 საათზეა დაგეგმილი. როგორც თავად ავტორი, ფრიდონ საყვარელიძე აცხადებს: ”ამ ამბავს სამი მთავარი გმირი ჰყავს: ექიმი გილიოტენი, შთამომავლობითი ჯალათი შარლ ანრი სანსონი, და, რაც მთავარია, ძვირფასი წითელი ხისგან დამზადებული, ამაყად აზიდული მანქანა, რომელსაც პარიზში მადამ გილიოტინა შეარქვეს. ვინ არ მისულა მასთან უკანასკნელ პაემანზე – მეფე, დედოფალი, ძლიერნი ამა ქვეყნისანი თუ შარაგზის ყაჩაღები. სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები